вторник, 16 апреля 2013 г.

პროექტი- ;;გზა ცოდნისაკენ"
1. პროექტის   სახელწოდება: ,, გზა ცოდნისაკენ"
2. პროექტის   იდეა:  მოსწავლეებმა  უნდა   შეძლონ  უმოკლესი მარშრუტის დადგენა სასკოლო ავტობუსისათვის, რათა დროის და საწვავის ხარჯები იყოს მინიმალური
3. პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეებმა   შეძლონ   ბიზნესის  საწყისებში  კარგად  გარკვევა,  დაგეგმარების ამოცანების ამოხსნა, ოპტიმალური მარშრუტების პოვნა, საპრეზენტაციო უნარების განვითარება
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა  შეძლონ  მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის  პრაქტიკულად  რეალიზება
5. მონაწილეთა ასაკი: 11-13 წელი,  VII  კლასი
6. პროექტის ხანგრძლივობა:  16 დღე
7. მოსალოდნელი  შედეგები:  მოსწავლეები შეძლებენ  უმოკლესი მარშრუტის დადგენით ხარჯების დაზოგვას,  დროის რაციონალურად გამოყენებას, პროექტის დაწერის და გაფორმების დაუფლებას, პრეზენტაციის მომზადებას,  ინტერნეტ-რესურსების  გამოყენებას
8. საჭირო რესურსები:  კომპიუტერი,  პროექტორი,  ინტერნეტი,  კალკულატორი,  საწერი  ფურცლები, ციფრული ფოტოაპარატი, პრინტერი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები
9. პროექტის მსვლელობა:   ა) მოსწავლეებს მიეცათ დავალება  სახელმძღვანელოში  მოცემული პროექტი  წაეკითხათ  და  შეკითხვები  ჩამოეყალიბებინათ-  2 დღე
  ბ) მოსწავლების შეკითხვებზე პასუხების გაცემა  და  მითითებების მიცემა- 1 დღე
  გ) მოსწავლეები  ინტერნეტით ეძიებენ  საჭირო სურათებს ,  იწყებენ  უმოკლესი მარშრუტის ძიებას და  ბენზინის ხარჯების დათვლას-5 დღე
  დ) მოსწავლეები მუშაობენ პროექტის გაფორმებაზე- 3 დღე
   ე)  მოსწავლეები ამზადებენ  საპრეზენტაციო   ფაილს-  4 დღე
   ვ)  მოსწავლეები ამზადებენ საკლასო ოთახს პრეზენტაციისათვის ( ტექნიკით აღჭურვა), აკეთებენ პრეზენტაციას-  1 დღე
 10. საგნებთან  კავშირი: მათემატიკა: გამოთვლების წარმოება,  
ინფორმატიკა: ინტერნეტი, პრეზენტაცია;   ხელოვნება:  პროექტის გაფორმება მხატვრულად;
11. პროექტის ხელმძღვანელი: ინგა ვანიშვილი- ხოხაშვილი,  ვარიანის  საჯარო  სკოლის  მათემატიკის  მასწავლებელი
12. პროექტის  ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:   ingula2508@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий